Digest Logo

„ის, ვინც წამებით მოკლა ძაღლი და მეორე, ვინც იღებდა, უნდა გახდნენ სიმბოლო, როგორ დაისაჯოს ადამიანი ასეთი სისასტიკის გამო“ - სტეფანე მღებრიშვილი

1704804707
სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს მამაკაცი ძაღლს.

„იმ ტიპმა, რომელმაც წამებით მოკლა ძაღლი და მეორე, ვინც იღებდა უნდა გახდნენ სიმბოლო, როგორ უნდა დაისაჯოს ადამიანი ასეთი სისასტიკის გამო. მაგის შემდეგ ვინმე ნაძირალას თუ თავში ეს აზრი მოუვა, სულ უნდა ახსოვდეს რა ელის.

როცა დავწერე, ასეთ მანიაკებზე, დედამიწას ამძიმებენ თქო და მაგათ ძაღლები მირჩევნია... პორტალი არ დატოვეს ყველგან დაბეჭდეს ეგ სათაური და კომენტარებში მიწერდნენ:

„შენ ამძიმებ დედამიწასო", - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ცნობისთვის, მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ცოტა ხნის წინ მედიაში იმ კაცის დედის კომენტარი გავრცელდა, რომელიც ცხოველის წამებასთან ერთად პედოფილიაშიც არის ეჭვმიტანილი.

მისი თქმით, მისი შვილს სასტიკად სცემეს და აღნიშნული ქმედების გადასაფარად 2 თვის წინ გადაღებული ცხოველის წამების ვიდეო გაუვრცელეს.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რა მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩაეყრება საფუძველი იანვრის დასაწყისში და რაში უნდა გამოიჩინოთ მეტი წინდახედულობა - ასტროლოგის გაფრთხილება

🔵 „გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. ჩუმი ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია“ - ზურა ბერიკაშვილის დისშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵🎥 თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის „ქუიქსტეპი“, რომელიც სოც.ქსელს იპყრობს და ჟიურიმ სეზონის ერთ ერთ საუკეთესო ნომრად დაასახელა