Digest Logo

„ის ვინც უდიდეს წმინდანს მამა ნიკოლოზს ვერ ცნობს, ვერც ქრისტე ღმერთს ცნობს!!!“ - რას წერენ მდუმარე ბერზე, რომელსაც ასობით ადამიანი სცემს თაყვანს

1692774617
ნარიმან მეფე

ფეისბუკის გვერდზე „ნარიმანი მეფე“ - მდუმარე ბერ ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის შესახებ  განცხადება ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ ბერს რომელსაც ასობით მრევლი ჰყავს ღმერთის ქრისტეს ტოლია.

„ვინც მას არ ცნობს, არ ცნობს ქრისტეს “- ეს არის ციტირება განცხადებიდან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შეგვიწყალე მამა ნიკოლოზ, გვაპატიე ჩვენი ცოდვები!!

ყურადღება!!

ის ვინც უმაღლეს უდიდეს წმინდანს მამა ნიკოლოზს ვერ ცნობს,  მას სულიერი ხედვა არ გააჩნია, ის მამა გაბრიელსაც და მის წინამორბედ წმინდანებს, და ვერც ქრისტე ღმერთს  ცნობს!!!

„ვინც არ გამოთქვამს სურვილს დაუახლოვდეს მთელი სიყვარულითა და მორჩილებით თავისი უახლოესი დროის უდიდეს (ცოცხალ) წმიდანს, მისდამი დიდი უნდობლობის გამო, თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრნის გულგვამს, ის ვერასოდეს შეუერთდება ადრინდელ წმინდანებსაც (ეკლესიას) და ვერ ეღირსება მათ დაუმშვენოს გვერდი და ვერასოდეს მიიღებს მათი მემკვიდრეობის უფლებას, თუნდაც მიაჩნდეს რომ დიდი რწმენა და სიყვარული გააჩნია ღმერთისა და ყველა წმიდანის მიმართ.

ის იქნება სამუდამოდ განგდებული და გარიყული მათი წრიდან, რამეთუ უარი თქვა და არ ინება მოთმინებითა და მორჩილებით მდგარიყო და დაეკავებინა ის ადგილი, რომელიც ღმერთმა საუკუნეთა უწინ განუსაზღვდა მას, რათა დაკავშირებოდა და შეერთებულიყო თავისი უახლოესი დორის წმიდანს (ეკლესიას)."

წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

„არასოდეს გვქონია არანაირი ეჭვი რომ ბერი გაბრიელი ურგებაძე და ბერი ნიკოლოზი მაქარაშვილი წმინდანები  რომ არიან!“

ანტიოქიის საპატრიარქო.

„...ამ წუთს საქართველოს ჰყავს ორი უდიდესი წმინდანი (გარდა სხვა წმიდანებისა) წმინდა სალოსი ბერი გაბრიელი და მისი სულიერი შვილი ბერი ნიკოლოზი !!

...მიგვაჩნია რომ უნდა აღადგინონ ბერი ნიკოლოზი. მას უნდა მისცენ მეტი სალოსური მოქმედების უფლება, რათა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ მიიღოს დიდი მადლი...“

წმინდა პორფირი კავსოკალიველის

სულიერი შვილი გერონდა აკაკი.

(ათონის მთა).

„მამა ნიკოლოზი პირველი ბერია მსოფლიოში.  მამა ნიკოლოზი დედამიწას სხვადასხვა სამყაროდან წამოსული ბოროტებისგან იცავს!!!“

სქემმონაზონი ეფრემ ზვიადაძე (საქართველო)

„დღეს მსოფლიოს ჰყავს ერთადერთი დიდი სტარეცი წმინდანი მამა ნიკოლოზი!! ვეცდები მამა ნიკოლოზს ამ ყველაზე რთულ პერიოდში ილოცოს ჩვენთვის!!“

წმინდა  იოსებ ისიხასტის სულიერი შვილი, სეფრემ არიზონელის სულიერი შვილი მონაზონი ევფრემა (კანადა).“
- აღნიშნულია ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

🔵 „თუ ვინმე ამბობს რომ ქრისტეა, ეგ ისეთივე ბავშვური სისულელეა, როგორც მე დავიბრალო ნეიროქირურგობა“ - რას ამბობს მამა ლევან ჯიქური ნარიმან მაქარაშვილზე

🎥 „ვინმემ არ მოჰკიდოს ხელი! შავი ნაგავი მე გამაქვს!“- ბერი ნიკოლოზის მრევლი ერთმანეთს ნაგვის გამო დაუპირისპირდა 

🔵 „ასეთი მკრეხელობა ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე“ - როდის და რატომ შეუჩერეს მღვდელმსახურება ბერ ნიკოლოზს? აქამდე უცნობი ფაქტები ნარიმან მაქარაშვილის შესახებ