Digest Logo

„ისე მეწვის ყველაფერი, ვერ ავხსნი... სასტიკად მენანება ყველა ის სიმღერა, რაც გავფანტე ფულის, ჰონორარის გამო“ - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

1745580711
მაიკო კაჭკაჭიშვილი

44 წლის კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის პროფესიაზე წერს. 

მისი თქმით, სულის გაყიდვის ტოლფასია მუსიკის სხვისთვის მიყიდვა, რომელიც სათანადოდ არ უვლის სხვის შემოქმედებას:

„ძალიან რთული პროფესია მაქვს, ძალიან? ფაქტობრივად სულის გაყიდვის ტოლფასი, რატომ? იმიტომ რომ, რასაც წერ და რაც შენ არ გეკუთვნის, იმიტომ რომ შენ რომ გეკუთვნოდეს ყოველ წუთს დაწერდი!!

მუზა როდის მოვა მარტო ზემოდან იციან, ამიტომ დასანანია სიმღერის „გაყიდვა” მასზე, ვინც არ იმსახურებს და სათანადოდ არ უვლის შენს შემოქმედებას! მაგრამ როცა სახლში პროდუქტი გაქვს საყიდელი ამ სისათუთეზე ვეღარ ფიქრობ და ამდენი ლამაზი სიმღერა გავფანტე უგზო-უკვლოდ !!!

ისე მეწვის ყველაფერი რომ ვერ ავხსნი! დათუნამ მკითხა მას ორი საკუთარი სიმღერა აქვს დაწერილი უკვე, 
არ გენანება რომ სხვას აძლევო? მე ვერაფრით ვერ გავიმეტებო.

ამეტირა, თვალები ამეწვა, მაგრამ პასუხს აზრი არ ჰქონდა და აღარც გავეცი….

ამ ასაკში მენანება კი არა სასტიკად მენანება ყველა ის სიმღერა რაც გავფანტე ფულის, ჰონორარის გამო, მაგრამ სხვა გზა არ იყო“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბევრი მათგანი არა მხოლოდ ალერგიას იწვევს, არამედ უკავშირდება კიბოს, ჰორმონალურ და ნერვულ სისტემის დაავადებებს“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

„ასე ყველაფერი გიხდებოდეს, არ ვიცი🔥“ - ნუკი კოშკელიშვილი ყვითელ კაბაში პოზირებს

🎥 „მიჩნდება განცდა, რომ დედები შვილებს საზოგადოებისთვის, ხალხის დასანახად აჩენენ... ბრიყვია ასეთი ადამიანი“ - ნინო ლეჟავა ჩვილის ფოტოს სოცქსელში განთავსებაზე