ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ისე შემიყვარა მე ღმერთმა, რომ ძე ღმრთისა ადამიანად მოვიდა,
და მე მომცა,
ჩემს ხელში ჩააგდო.
ჯერ ხომ მოვკალი,
შემდეგ — 2000 წელია მის ეკლესიას და მის შვილებს ვდევნი,
— ვეზიარები უღირსად,
— მის სახელს წარმოვთქვამ უღირსად,
— ქრისტიანის სახელი მქვია და შესაბამისად არ ვცხოვრობ,
— რწმენის შესაბამისი შინაგანი მდგომარეობა არ მაქვს,
გესმით რას ვუშვრები მე ქრისტეს?!
სულ,
მუდამ...
2000 წლის განმავლობაში,
და მეტი…“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სალოსობა და თანამედროვეობა – არსებობენ თუ არა დღეს ასეთი ადამიანები?
🎥 ურანის ტრანზიტი ტყუპებში: რა გავლენა ექნება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე - მედეა დოლიძის ასტროპროგნოზი
⭕მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა