
ფილიპ პომელის ფსიქოთერაპიის ცენტრის დამფუძნებელი ნინო მენაღარიშვილი პოდკასტის - „სტუმრად პომელში“ სტუმარი იყო, სადაც ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რატომ გვიჭირს ფსიქოლოგთან მისვლა, რა გავლენა აქვს საზოგადოების დამოკიდებულებას და როგორ დავანგრიოთ ბარიერები, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობას ჩრდილავენ - ყველა თემაზე ფსიქიატრმა ნინო მენაღარიშვილმა ვრცლად ისაუბრა:
„მენტალურ ჯანმრთელობასთან მიმართებით სტიგმა არის პრობლემატური მთელს მსოფლიოში. საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს კიდევ უფრო მეტად ძლიერია. იყო უნდობლობა ფსიქიატრის მიმართ, რადგან ძალიან ბევრი წელი ფსიქიატრია უფრო მეტად დამსჯელი იყო, ვიდრე მკურნალი.
ამიტომ, მე ცუდი არ ვარ, არ უნდა დავისაჯო. საზოგადოება უფრო მკაცრი ხდება ასეთი ადამიანების მიმართ, განვსჯით და სტიგმა მაღალია. არის ასევე კულტურული თავისებურება. შემიძლია მე თვითონ გადავლახო, შენ თვითონ შეგიძლია.
ძალიან სექსისტური მიდგომა არსებობს ცუდად ყოფნის მიმართ, თითქოს ქალს უფრო აქვს უფლება ცუდად იყოს, ვიდრე კაცი. თითქოს მამაკაცს საერთოდ არ ვართმევთ უფლებას, რომ ცუდად იყოს, სენსიტიური იყოს, ემოციურად არ გრძნობდეს თავს კარგად, ისაუბროს თავის ცუდად ყოფნაზე“, - ამბობს ნინო მენაღარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: