Digest Logo

🎥 „ტყუილებისადმი მიდრეკილება მოიმატებს, სხვადასხვა სახის ფობიები, შიშები, ცუდი აზრების აკვიატებები იჩენს თავს“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1749454816
მიხეილ ცაგარელი

„გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი 10 რიცხვიდან 1 წლით გადადის კირჩხიბში, ეს ხდება 12 წელიწადში ერთხელ. თქვენ ხდებით ფავორიტი ყველანაირ სფეროში, გაქვთ საშუალება დიდ წარმატებებს მიაღწიოთ, თუმცა იქამდე გარკვეული პრობლემებია, რაც მშვიდად უნდა გაიაროთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და ზოდიაქოს ნიშნებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა.

„დღეს მნიშვნელოვანი პლანეტა მერკური (გონების, ინტელექტის მმართველი პლანეტა) გადადის კირჩხიბში თვის ბოლომდე. ამას აქვს დადებითიც და უარყოფითიც. 

კარგია: ემოციურობა, რომანტიკულობა, მგრძნობიარობა, პოეტური, ლიტერატურული უნარები მოიმატებს. დახვეწილი იუმორი ძლიერდება, ფოტოგრაფიული მეხსიერება უმჯობესდება.

ცუდია: ტყუილებისადმი მიდრეკილება მოიმატებს, სხვადასხვა სახის ფობიები, შიშები, ცუდი აზრების აკვიატებები იჩენს თავს. 

ზეგ, 11 ივნისს იუპიტერი გადადის კირჩხიბში, გამარჯვების პლანეტა. კირჩხიბი არის ოჯახი, სამშობლო, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, საგვარეულო. ეს ყველასგან ითხოვს დაიცვათ ეროვნული ფასეულობები, ვიყოთ სამშობლოს პატრიოტი, მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ოჯახს და პრინციპებს, რაც წინაპრებთანაა დაკავშირებული.

ოთხშაბათს - გვაქვს სავსემთვარეობა მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე. მოდის უზარმაზარი ენერგია, რასაც ყველა ვერ უძლებს და გადადის აგრესიაში. 11-ში არ აჰყვეთ პროვოკაციებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, სასუნთქი სისტემა.

გადადეთ ახალი, სარისკო საქმეები. 

დანარჩენ დღეები ყურადღებას ითხოვენ, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა, ორი კვირით.

შტორმია სამყაროში გამოცხადებული, ემოციური დაძაბულობა მატულობს, ნუ გაარჩევთ საქმეებს. იქნება დაძაბული, კონფლიქტური სიტუაციები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარიერული კუთხით კარგი პერიოდია, შემოსავლის მიღების შანსებია, ზოგიერთი შეიძლება დაოჯახდეს“ - ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

🎥 „კარგი იქნება თუ დაანთებთ სანთელს, ილოცებთ და ოჯახურ კეთილდღეობაზე იზრუნებთ“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

🎥 „ენდეთ ინტუიციას, მიიღებთ მინიშნებებს სიზმრის სახით, დაუჯერეთ შინაგან ხმას...“ - 9 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან