Digest Logo

„ისრაელმა ღაზას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს თეონა ცხომელიძე

1696704226
თეონა ცხომელიძე

ისრაელზე, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასმა“ სარაკეტო დარტყმა ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განახორციელა.

ისრაელიდან ბოლო ცნობების შესახებ ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი სამხრეთ ისრაელს დღეს დილით დაესხა თავს.

ქვეყანაში ასობით ბოევიკი შევიდა და განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო პერსონალის განადგურება. მათ ასევე გაიტაცეს სასაზღვრო დასახლებების მცხოვრებლები პალესტინის ტერიტორიაზე.

საერთო ჯამში, დილით ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 6000 რაკეტა გაისროლეს.

ამ დროისთვის ცნობილია რომ 200 დაღუპულის და 1100-ზე მეტი დაშავებულის შესახებ. რიცხვი იზრდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდასხმას ქვეყნის წინააღმდეგ ომი უწოდა.

ჯარმა დაიწყო ოპერაცია რკინის ხმლები. დღის ბოლოს გამოცხადდა რომ ტერორისტებისგან ყველა დასახლება იწმინდება და კონტროლი აღდგა.

ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის დაბომბვაც დაიწყეს  საპასუხოდ ახლა იბომბება ისრაელის ქალაქები, მათ შორის თელ-ავივი“,- წერს თეონა ცხომელიძე.

ამავე თემაზე: 

🔵 ევროპული ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ

🔵 ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

🎥 „სასწრაფოდ დატოვეთ ისრაელი“ - ნათელმხილველი ცირა კუპრაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს