ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტული თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.
ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო ავიაკომპანია Lufthansa ავიარეისების რაოდენობას ამცირებს
„ერთი რეისი თელ-ავივიდან ფრანკფურტის მიმართულებით ამ შაბათს შესრულდება: Lufthansa-ს ყველა სხვა რეისი თელ-ავივის მიმართულებით და უკან ამ შაბათისთვის გაუქმებულია“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფრანკფურტის აეროპორტის მთავარ გვერდზე შაბათს დაგეგმილი Lufthansa-ს ორი რეისი თელ-ავივის მიმართულებით გაუქმებულად მოინიშნა.
შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა, ისრაელის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ინდუსტრიული გამოცემის AeroTelegraph-ის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავმა კურსი შეცვალა. Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან მიფრინავდა, თელ-ავივის ნაცვლად იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა.
ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი თელ-ავივის ნაცვლად ლარნაკაში დაეშვა.
გამოცემის ცნობით, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი კვიპროსის მახლობლად შემობრუნდა.
გარდა ამისა, პოლონურმა გადამზიდავმა LOT-მა ასევე გააუქმა შაბათის ფრენები თელ-ავივის მიმართულებით.
ცნობისთვის, დღეს სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. ბოლო მონაცემებით შედეგად დაიღუპა 40, ხოლო დაშავდა 740 მოქალაქე.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მაგარი გოგო იყო. დანიშნულები იყვნენ“ - რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის მამა
🎥 „ვის ავირჩევ თქვენი აზრით??“ - ამერიკული Voice - ის ქართველი მონაწილე მიმართვას ავრცელებს