ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ BBC ისრაელის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
„დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი მძიმედ, საშუალო სიმძიმით და მსუბუქადაა დაჭრილი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.
ცნობისთვის, დღეს სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მაგარი გოგო იყო. დანიშნულები იყვნენ“ - რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის მამა
🎥 „ვის ავირჩევ თქვენი აზრით??“ - ამერიკული Voice - ის ქართველი მონაწილე მიმართვას ავრცელებს