Digest Logo

ისტორიკოსი მაფიის ბოსად - ლაშა ბაქრაძე პოპულარულ გერმანულ ტელესერიალში გადაიღეს

1685211601
ლაშა ბაქრაძე

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე  პოპულარულ გერმანულ დეტექტიურ სერიალში „Tatort” (დანაშაულის ადგილი) გადაიღეს. ამის შესახებ ბაქრაძემ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სერიალი 1970 წლიდან გადის გერმანულოენოვანი არხების ეთერში და ყველაზე ხანგრძლივი გერმანული სერიალია. ლაშა ბაქრაძე მაფიის ბოსის როლს თამაშობს. 

ვინც გერმანულ ტელევიზიას იცნობს - შეუძლებელია, არ იცნობდეს დეტექტიურ სერიალს Tatort (დანაშაულის ადგილი), რომელიც 1970 წლიდან გადის გერმანულენოვან არხებზე.
ეს სერიალი, ალბათ ყველაზე პოპულარულია გერმანიაში. იყო დრო, როცა ქუჩები ცარიელდებოდა, როცა "ტატორტ" გადიოდა და ფეხბურთის ტრანსლაციებს უწევდა კონკურენციას.
დღესაც, როცა ტელევიზიას დიდი კონკურენცია გამოუჩნდა და იმდენი ხალხი აღარ უყურებს, როგორც წინათ - "ტატორტს" საშუალოდ 10 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.
აი ამ სერიალში, მხვდა წილად მონაწილეობა - კერძოდ კი, ვენის "ტატორტში", მაფიის ბოსის როლში - ცნობილ ავსტრიელ გამომძიებლებთან, მორიც აიზნერთან/Moritz Eisner (Harald Krassnitzer) და ბიბი ფელნერთან/Bibi Fellner (Adele Neuhauser) ერთად.
პრემიერა შედგება ორშაბათს, 20.15 გერმანიის პირველ არხზე (ARD), ავსტრიის ტელევიზიაში (ORF) და შვეიცარიის ტელევიზიაში (SRF, აქ: 20.05-ზე)“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დავწერე, პრეზიდენტის სიტყვა არ მომეწონამეთქი და „სტატია“ გამოუცხვიათ განვმარტავ რა დავიწუნე“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„რამე რომ დაემართოს მერე იტყვიან ქვეყანას დააკლდა კარგი ქართველი სოსო ჯაჭვლიანის სახითო“ - ნიკოლოზ მჟავანაძე

🔵„ვისაც აღიზიანებს ჩემი პოსტები წამშალეთ ჩემი გვერდია და როცა ვწერ ცოტა მეშვება გულზე ხოლმე...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი