
ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია და ნია წივწივაძე ტყუპების, გოგონას და ვაჟის მშობლები არიან.
წყვილი წელს გაცნობიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიამ სოციალურ ქსელში ქმართან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა და გასული წლები შეაჯამა:
„მე და ჭანტურა წელს ჩვენი გაცნობის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, იმ დროს სულ რაღაც 20-21 წლისები ვიყავით☺️
9 წლის წინ პირველად ვიმოგზაურეთ ერთად და თან იტალიაში.
8 წლის წინ მისი მოთხოვნით და რჩევით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი და იქ გამარჯვების შემდეგ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა ჩემს ცხოვრებაში 👑
7 წლის წინ ჩვენი პირველი სახლი ვიყიდეთ ერთად…
და ეს ,,ერთად’’ ყველაზე მეტად მომწონს ამ ისტორიაში. ☺️
6 წლის წინ ხელი მთხოვა და თან ისე რომანტიკულად დაგეგმა ეს ყველაფერი… 🥹
ამ 10 წელში ბევრი რამ მოვასწარით:
მნიშვნელოვანი ნაბიჯები კარიერაში, ერთად სწავლაც კი ,მისი გამომშვიდობება მისთვის ყველაზე მთავართან ცხოვრებაში🥹,დისტანციური ურთიერთობაც რამდენიმე წლის წინ და რაც ყველაზე მთავარია და არაფერი შეედრება ამ 10 წელში მომხდარ არცერთ ამბავს და ისტორიას - ჩვენი ორი შვილია ☺️
Happy anniversary ჭანტურ და გისურვებ არასოდეს გამოგველიოს ერთმანეთთან სასაუბრო თემა, ისე როგორც ეს 10 წლის წინ ხდებოდა, ყველაზე მეტად ჩვენს ურთიერთობაში სწორედ ჩვენი კომუნიკაციის უნარი მეამაყება“, - წერს ნია წივწივაძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: