მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მან გამომწერებს აწ გარდაცვლილ მეუღლესთან, პროდიუსერ ლაშა ბასლანძესთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გაუზიარა, რომელსაც გულწრფელი წარწერა დაურთო:
„იცი, როგორ მენატრები?“.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გასული წლის ნოემბერში, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ახლობლების ინფორმაციით, მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
ლაშა ბასლანძესა და სალომე ბაკურაძეს საერთო შვილი - სანი ჰყავთ. პროდიუსერს ასევე დარჩა ქალიშვილი, ელენე, პირველი ქორწინებიდან.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც მომღერალს მხარდაჭერას უცხადებენ და მეუღლის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ უსამძიმრებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: