86 წლის ასაკში გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში რძალი ნათია ბანძელაძე ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.
იოსებ გოგიჩაიშვილს ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
„იცით როგორი იყო ჩემი სოსიკო? მზეს რომ 9 სხივი აქვს იმაზე თბილი, კაშკაშა, სიცოცხლით სავსე იცით. როგორი იყო ჩემი სოსიკო? ყველას რომ ჰყოფნიდა მისი სიყვარული, იცით როგორი კაცი დაკარგა ამ ქალაქმა: კეთილზე კეთილი, ტკბილზე ტკბილი, ნიჭიერი, კაშკაშა ვარსკვლავი რომელიც ისე ბრჭყვიალებდა არავის წვავდა.
ჩემმა, ჩვენმა ყველაზე დიდმა გოგიჩამ ასე გადაწყვიტა, წავიდა და გოგიჩას ჩაეხუტა... მიყვარხართ ბიჭებო, როგორ არ დამინდეთ, თქვენ ხომ ყველაზე კეთილი ადამიანები იყავით ამ სამყაროში...მიყვარხარ ცოტა ეს სიტყვა, მტკივა, ძალიან მტკივა. ახლა უკვე ყველაზე დიდი გოგიჩა იოსებ გოგიჩაიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტი. დაკრძალვა, ხუთშაბათს 12 დეკემბერს/14 საათზე“, - წერს ნათია ბანძელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: