Digest Logo

„თვე-ნახევარი იბრძოლა ჩემმა შეუპოვარმა ჯარისკაცმა, იბრძოლა ისევ ჩვენთვის, რომ უეცარი ტკივილი არ მოეყენებინა“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი ბაბუას ემშვიდობება

1733809647
ნანუკა გოგიჩაიშვილი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი. 

გარდაცვლილს სოციალურ ქსელში შვილიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.

„ვერ ვიჯერებ ჩემს ბაბუზე რომაა ეს რეალობა. 

ბაბუ, მადლიერი ვარ ჩემი ბავშვობისთვის, იმისთვის, რომ ყველაზე მეტად გჯეროდა ჩემი. ჩემი პირველი გულშემატკივარი, პირველი ნახატიდან ბოლომდე ყველა ნახატისთვის საკუთარი კუთხე ჰქონდა და ყველაფერს სიამაყით და საგულდაგულოდ ინახავდა. 
ჩემი პირველი მეგობარი და მასწავლებელი, სახელად დათვლანა, დათვლას მასწავლიდა ყველგან ასოები და ციფრები ჰქონდა გამოკრული რომ მარტივად მესწავლა, მე კიდე დათვლანა შევარქვი. 

ჩემი საამაყო ბაბუ ყველაფერში საამაყო იყო. ორჯერ იყო ოსკარზე უცხოური ფილმის ჟანრში წარდგენილი, ერთხელ ათას ერთი რეცეპტით, სადაც ფრანგ ლეგენდასთან პიერ რიშარდთან ერთად თამაშობდა და მეორედ ახლახან 2023 წელს ჰოლივუდში, სადაც მისი ადგილი იყო იქ ვუყურე ამ ფილმს, ვიამაყე ასჯერ და ათასჯერ.

მადლობა ბაბუ საუკეთესო წამებისთვის, წამებად მინდა დავყო და გავწელო ყველა ის მოგონება, რაც შენთან მაკავშირებს. სადაც არ მატარებდა, რასაც არ მათამაშებდა, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ყოველდღე ფეხით ხან ბაღში და ხან სკოლაში მე და ჩემს კლასელებს გვატარებდა, გზაზე ენის გასატეხებს გვაზეპირებინებდა. ისტორიებს გვიყვებოდა, ბედნიერებაა ბაბუ შენთან შექმნილი ყველა მოგონება. 

თვე-ნახევარი იბრძოლა ჩემმა შეუპოვარმა ჯარისკაცმა, იბრძოლა ისევ ჩვენთვის რომ უეცარი ტკივილი არ მოეყენებინა. მადლობა ღმერთს, წინა დღეს ველაპარაკე. მადლობა ღმერთს აივიც და ავაც ელაპარაკნენ. აივის კონცერტი ჰქონდა, მეორე დღეს და ბაბუს ტექსტი მოუყვა.... მადლიერი ვარ ყველაფრისთვის ამ ცხოვრებაში რომ შენნაირი ბაბუ შემახვედრა განგებამ. 

ბაბუ, ჩემო სიამაყე, მადლობა“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

„ნებისმიერს რომ ჰკითხო ყველა იმას გეტყვის მე ღვთის შვილი ვარო, თან ამპარტავნულად ... ღვთის შვილობას დამსახურება უნდა“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე