
რამდენიმე თვის წინ მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიღუპა.
ერთ-ერთი დაღუპული უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დაღუპული ახალგაზრდის ცოლმა გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციურ სტატუსი დაწერა:
„იცით როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა? საყრდენი კედელი რომ ჩამოგენგრევა და არ იცი როგორ გააგრძელო სიცოცხლე.
გენატრება და იცი, რომ ვერასდროს ვერ ნახავ.
„მონატრება — ეს არის სურნელი, რომელიც ჰაერში ჩერდება,
შენი შეხების იმიტაცია ჰაერში…
როცა ხელებს ვშლი და ვერაფერს ვეხები,
მაგრამ შენს არსებობას მაინც ვგრძნობ ჩემში — ძლიერად და მტკივნეულად“, - წერს დაღუპულის მეუღლე.
ასევე დაგაინტერესებთ: