
ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც მსოფლიო მოდის ეპიცენტრში არაერთხელ მოექცა და საზოგადოების ყურადღება მშვენიერი გარეგნობის გამო მიიქცია, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.
ამჯერად იგი „ინსტაგრამზე“ საკუთარ მამას დაბადების დღეს ულოცავს. ვატო ნაცვლიშვილი 50 წლის გახდა:
„ბევრი რამის დაწერა ვცადე, მაგრამ როგორ გადმოგცე სიყვარულით სავსე ცხოვრება, თავგანწირვითა და ძალით, რამდენიმე სიტყვით?
შენ იყავი ჩემი მეგზური, ჩემი მფარველი და ჩემი უსაფრთხო ადგილი.
გილოცავ 50 წლის იუბილეს, მსოფლიოში საუკეთესო მამა.
მიყვარხარ, სიტყვებით გადმოცემაზე მეტად“, - წერს თაკო ნაცვლიშვილი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვერაფერი შეედრება იმ სიყვარულს, რასაც დედაჩემის მიმართ ვგრძნობ“ - ნუცა ბუზალაძე სტამბოლში იმყოფება