Digest Logo

„იცოდეთ, რომ თქვენი სიყვარული და სითბო ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!“ - რას წერს ნინი ქარსელაძე

1761400182
ნინი ქარსელაძე და ხათუნა ჟორდანია

რამდენიმე დღის წინ მომღერალ ნინი ქარსელაძემ სოციალურ ქსელში დედას, ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოსტი გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მისი ანალიზები არც ისე კარგი იყო, თუმცა ყველაფერი დალაგდა. 

აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ, ნინიმ და მისმა ოჯახმა უამრავი შეტყობინება და კეთილი სურვილები მიიღო, რის გამოც მომღერალმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა:

„იმდენი სიყვარული და სითბო გამოხატეთ, წარმოუდგენელია. თუ ვინმეს პასუხი ვერ გაგეცით, ბოდიშს გიხდით.

იცოდეთ, რომ თქვენი სიყვარული და სითბო ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის.

ჩვენ ამ გზას თქვენს გარეშე ვერ გავივლიდით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს! გიგზავნით ბევრ სითბოს, სიყვარულს და დადებით ენერგიებს“, - წერს ნინი ქარსელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაგეხმარება შეინარჩუნო აურის სისუფთავე და ემოციური ჰარმონია ყოველდღიურობაში, სტრესის და დატვირთვის დროსაც კი“ - ეზოტერიკოსი ენერგეტიკულ პრაქტიკებზე

გუგა კუზანოვი 55 წლის გახდა - როგორ აღნიშნა დაბადების დღე პლასტიკურ ქირურგმა

„დილიდან დამაფეთიანა და გამომაქროლა კარალეთიდან...“ - რა შეემთხვა გიორგი სუხიტაშვილის დედას