
კომპოზიტორი - ნატო გელაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელი გაუტეხეს და უხამსი შინაარსის კონტენტს უვრცელებენ.
„ჩემო მეგობრებო, ვინაიდან შემომდის უამრავი შეტყობინება ჩემი ერთ-ერთი გვერდის შესახებ, რომ იტვირთება უხამსი ვიდეოები, მინდა გაცნობოთ, რომ გვერდი დაახლოებით ორი თვეა, რაც გატეხეს და სამწუხაროდ, მე ვეღარ ვაკონტროლებ. მიწერილი მაქვს ფეისბუკის ადმინისტრაციისთვის და ველოდები გვერდის დაბრუნებას ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში გვერდის გაუქმებას. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის“, - წერს გელაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „იყო დრო, როცა აწმყო იყო გაურკვეველი და მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი...“ - ლაშა კილაძე