Digest Logo

„იყავით ვინც ხართ და აკეთეთ, რაც თქვენ გულს უხარია... ყველას მაინც ვერ მოეწონები“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

1728653499
ნუკი კოშკელიშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.

იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.

ამჯერად ნუკი კოშკელიშვილმა უჩვეულო სტილში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ყველას მაინც ვერ მოეწონები.. ხომ ასეა? სულ ვცდილობთ ამას. სულ რაღაც ჩარჩოებს ვიგონებთ. უნდა იყო გამხდარი… აი, ვინ მოიგონა? ეგება და არ მინდა და არ მომწონს. უნდა გქონდეს დიპლომი, სასურველია იურიდიული, სამედიცინო ან კიდევ რამე მსგავსი.. რატომ? იქნებ მე ტექნიკუმი მომწონს, მინდა ვიყო მკერავი ან მშენებელი, ვულკანიზაციაში მინდა მუშაობა, ბავშობიდან მიტაცებდა ეს საქმე, ან ბალერინა მინდა ვიყო.

იქნებ მშენებელი?

ქალი უნდა იყოს საქმიანი!!! არა ქალი უნდა იყოს მეოჯახე! დედა უნდა იყოს!!! ვერ შეთანხმდა სამყარო..

ამ დროს… ყველას მაინც ვერ მოეწონებით… ამიტომ იყავით ვინც ხართ და აკეთეთ, რაც თქვენ გულს უხარია. იმას ვისაც მოეწონებით, მოეწონებით ნამდვილი“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„თუ გინდა თავი დაიცვა და გადაირჩინო, ისწავლე იყო გულქვა... ნუ მიუდგები ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად“ - რას წერს თათა გიორგობიანი

„ჩემი🌎🙏“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕აფრიკაში გამოირიყა ნავი, რომელშიც ხრწნამდე მისული 30 ცხედარი იპოვეს