Digest Logo

🎥 „იყო გარკვეული გართულებები...კეთილი იყოს სახლში მობრძანება ჩვენო პრინცესა“ - თაკო საზინა ახალშობილ შვილთან ერთად უთბილეს კადრებს გვიზიარებს

1724600457
თაკო საზინა

ინფლუენსერ თაკო საზინასა და მის მეორე ნახევარს თორნიკე სეხნიაშვილს, ოჯახის შექმნიდან 3 წლის შემდეგ, პირველი შვილი შეეძინათ.

წყვილს გოგონა ეყოლა, რომელსაც მატილდა დაარქვეს.

თაკო საზინა სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს, რომლებზეც წერს, რომ კლინიკა დატოვეს და შვილთან ერთად სახლში დაბრუნდნენ.

„წავედით სახლში ჩვენს პრინცესასთან ერთად. უღრმესი მადლობა ჩაჩავას კლინიკა • Chachava Clinic -ს ასეთი მზრუნველობისთვის, თითოეული ადამიანისგან უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი. 
განსაკუთრებული მადლობა ბატონ ზურა დარახველიძეს, ოქროსხელება ნინოსთან ერთად ჩემს შემთხვევაში იყო გარკვეული გართულებები და მადლობა ღმერთს რომ სანდო ადამიანების ხელში ვიყავი  
ერთია კლინიკა შეავსო პროფესიონალებით და მეორეა დააკომპლექტო უთბილესი და უსაყვარლესი გუნდით, ზუსტად ის გარემოა, რაც ახალ ნამშობიარებ ქალს ყველაზე მეტად სჭირდება

კეთილი იყოს სახლში მობრძანება ჩვენო პრინცესა. დიდი მადლობა დემას დეკორაციას სახლის გალამაზებისთვის“, - წერს თაკო საზინა სოციალურ ქსელში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში“ - ცნობილია 15 წლის ბიჭების ვინაობა, რომლებიც ავარიას ემსხვერპლნენ

🎥 „მერკური რეტროგრადულია და დაძაბული დღე გველის...“ - 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?