დღეს მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი იუბილარია. იგი 68 წლის გახდა. მისმა დამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა ძმას დაბადების დღე სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა:
„დღეს ჩემი მამუკას, მამუკა ჩარკვიანის დღეა. ჯანმრთელად მიმყოფე ღმერთო, შენი შექმნილი დაუტეველი ნიჭია ეს ბიჭი.
ზღვარგადასული სიყვარული არ არსებობს, რადგან ზღვარი არ აქვს და ამ უსაზღვრობას - უჩარჩოობას ტვირთად ზიდავს ვხედავ, როგორც ყველა, დიდი სიყვარულის მატარებელი, დაიცავი ეს ნიჭისგან - სიყვარულისგან დაუცველი კაცი და ამით დამიცავი მე და ჯანმრთელად მიმყოფე“, - წერს თაკო ჩარკვიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „რაღაც მინდა გთხოვოთ – დალიეთ დამაწყნარებლები, ხალხო!“- ვის მიმართავს მამულიჩა