Digest Logo

„ჯასტინ თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და ასეც მოიქეცი... ასეთია ამ სპორტის ბუნება დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან“ - ილია თოფურია

1781546166
 ილია თოფურია

თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დაჯერებულად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.

თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.

ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი... და ასეც მოიქეცი.

პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს — მარცხენადანაც.

არანაირ გამართლებას არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ბრძოლისთვის სრულად მზად, კონცენტრირებული და საუკეთესო ფორმაში ვიყავი. გუშინდელი ღამე შენი იყო.

ასეთია ამ თამაშის ბუნება — დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან.

განვიკურნები, დავისვენებ და უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით საშიში დავბრუნდები.

და დამიჯერე... ჩვენი ამბავი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან.

ჩვენ აუცილებლად გვექნება რემატჩი“, - წერს ილია თოფურია. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა შეიცვალა UFC-ში ილია თოფურიას მარცხით?

🎥 „21 ივნისის მზებუდობა არის განსაკუთრებული, რასაც კი ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ“ - ასტროლოგი ნინა სუსლოვას რჩევები!

⭕ფინანსური წარმატება, მოულოდნელი შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 15-21 ივნისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის