
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 22 წლის ფეხმძიმე დადუ კერატიშვილს მეუღლე ემშვიდობება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„წახვედი ჩემო ანგელოზო და სამუდამოდ დამტოვე მარტო.
ჯერ არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე, ყველაზე სტრესული და დამღლელი დღის მერე შენ იყავი ჩემი წამალი ყველაფრის შენი მზრუნველობით და პოზიტივით.
მჯერა შენც და ჩვენი პატარაც უკეთეს ადგილას იქნებით. ვიცი როგორ ვერ ძლებდი ვერასდროს უჩემოდ და როგორ გიყვარდი.
სამუდამოდ ცოცხალი ხარ ჩემს გულში და ისიც ვიცი არასდროს არ მომცილდები გვერდიდან მომენატრები შეხვედრამდე ჩემო პრინცესა“, – წერს გარდაცვლილის მეუღლე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: