ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას მესამე შვილი შეეძინათ. წყვილს გოგონა ეყოლა, რომელსაც ქეთო დაარქვეს.
სამშობიარო კლინიკის ეზოში გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც პატარა გოგონას დაბადებას აღნიშნავენ:
„ქეთო მაქაცარია დაიბადა. მიყვარხართ“.
„ჩვენს ქეთო მაქაცარიას გაუმარჯოს“.
„მრავალჟამიერ“, - წერენ კომენტარებში.
ლიზა ჩიჩუა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ქალიშვილია. 22 წლის ულამაზესი გოგონა მომღერალი გახლავთ. იგი ტელეწამყვანის და ბიზნესმენის ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის მშობლები გახდნენ - ცნობილია, რა დაარქვეს ჩვილს
⭕„ულამაზესი ანანო და სიმპათიური სიძე ბატონი❤“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს