Digest Logo

კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა - რომანტიკული კადრები

1777577281
რატი ანდრონიკაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის და მსროლელის რატი ანდრონიკაშვილის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეა. 

მან რჩეულს, ელენე შელიას ხელი სთხოვა. ინფორმაცია წყვილმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.

შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი 26 წლისაა.

ქართველი კალათბურთელი, ასევე საკმაოდ წარმატებულად თამაშობს ისლანდიის უმაღლესი დივიზიონის გუნდ „ალფტანეზში“. ქართველი გამთამაშებელი ისლანდიურ კლუბს 2025 წლის დეკემბერში შეუერთდა. 

რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. წარსულში იგი ასევე წარმოადგენდა საქართველოს 19 და 17 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს. 2019 წლის ფიბას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ანდრონიკაშვილის საშუალო მაჩვენებელი იყო: 17.4 ქულა, 5.9 მოხსნა და 4.0 შედეგიანი გადაცემა.

ქართველმა 2023 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რამდენიმე თამაში ჩაატარა. ანდრონიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო „აკროპოლისის თასზე“ გამართულ შეხვედრებში საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების, პოლონეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამაღამ, 00:00-ზე აანთეთ ნებისმიერი ფერის სანთელი,დაწერეთ ფურცელზე რისგანაც გინდათ განთავისუფლება“ - რას წერს ტაროლოგი

„ამ ღამეს ბნელი მაგიის მსახურები ხელიდან არ უშვებენ და აწყობენ სხვადასხვა სახის ბოროტი ძალების მოხმობის რიტუალებს...“ - რას წერს ასტროლოგი

💥 „არა“ - როგორც ფარი: რატომ გვანადგურებს ხშირად ჩვენივე სიკეთე?