ამერიკელი რეპერის, Kanye West-ის (YE) კონცერტი, რომელიც 12 ივნისს თბილისის დინამო არენაზე გაიმართა, ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად იქცა. მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი საქართველოში ახალი ალბომის, Bully-ს ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა და ათასობით მსმენელის წინაშე სპეციალურად შექმნილ, გლობუსის ფორმის მბრუნავ სცენაზე წარდგა.
კონცერტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც ბილეთები მოკლე დროში სრულად გაიყიდა.
თუმცა კონცერტის შემდეგ ყურადღების ცენტრში მხოლოდ მუსიკა არ ყოფილა. სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით შექმნილი სახალისო ფოტოებისა და მიმების გამოქვეყნება დაიწყეს. ინტერნეტში გავრცელდა სხვადასხვა იუმორისტული ვიზუალი, სადაც კანიე უესტი ქართულ რეალობაშია გადმოყვანილ, დაწყებული სოფლის სუფრიდან, დამთავრებული მეტროთი მგზავრობითა და ტრადიციულ ქართულ გარემოში გამოჩენით.
Facebook-ის, Instagram-ისა და TikTok-ის მომხმარებლები ერთმანეთს ახალ-ახალ ვერსიებს უზიარებენ.















⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი: რომელი ნიშნებისთვის იქნება დღე განსაკუთრებით იღბლიანი
⭕ ჰოლივუდმა დევიდ ბეკჰემი დააფასა: ფეხბურთის ლეგენდას „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს
⭕ „სტატუსმა ის ვერ შეცვალა“: როგორია საქართველოს პირველი ლედი კადრს მიღმა, ლიზა ბაგრატიონი დაზე