საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
ცოტა ხნის წინ, 4 სექტემბერს გოგა მანიამ ე.წ კანონიერი ქურდის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე „კახა ზუგდიდსკი“ საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა.
„04.09.2025 წელი
ახალი წინასწარმეტყველება
✅ კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“ სიკვდილს გავიგებთ.
✅ ბენზინგასამართ სადგურებზე ყურადღებით იყავით - არსებობს აფეთქების საშიშროება!
✅ ბავშვებს გაუფრთხილდით!
✅ მანქანებთან ყურადღებით - სავარაუდოა, ხანძარი და შესაძლებელია მსხვერპლი“, - წერდა გოგა მანია.
ცნობისთვის, კახა ალშიბაიასთვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი არასდროს შეუჩერებიათ. ის საქართველოში ბოლოს 1998 წელს იყო ჩამოსული. მაშინ ალშიბაია სენაკის აეროპორტში მოსკოვიდან შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, სადაც იმდროინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის დაჯავშნული „მერსედესი“ დახვდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ კახა ალშიბაია, ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი, საფრანგეთის ციხეში გარდაიცვალა
⭕„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა...ჩემი შვილები და ოჯახი ზრუნავენ ჩემზე“ - რა დაემართა არუნ ხათრის