Digest Logo

„კაპიტანმა შეგვამზადა იმისთვის, რაც საკმაოდ ემოციური იქნება...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს Geo Team

1761231106
 გურამ კაშია

„საქართველოს ნაკრების კაპიტანმა აღიარა, რომ არნემში დაბრუნებაზე ოცნებობს“ - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გვერდი Geo Team-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გურამ კაშიამ შესაძლოა  ვიტესის გუნდში ბოლო სეზონი ითამაშოს.

„კაპიტანმა შეგვამზადა იმისთვის, რაც საკმაოდ ემოციური იქნება 

„ალბათ, კარიერის ბოლო სეზონს ვთამაშობ, თუ ვიტესი არ დამირეკავს და არ მეტყვის, რომ ვჭირდები.” - უთხრა გურამ კაშიამ ნიდერლანდურ გამოცემას.  

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა აღიარა, რომ არნემში დაბრუნებაზე ოცნებობს.

„იმედი მაქვს, ვიტესში ფეხბურთელის სტატუსით დავბრუნდები, რომ გუნდს რთულ სიტუაციაში დავეხმარო.
მინდა დაბრუნება, თუნდაც ეს იყოს ბალახის მომვლელადაც კი, ეს გუნდი ძალიან მიყვარს.” - ასეთია 38 წლის მცველის სიტყვები, რომელმაც მაისში GEO TEAM-თან ინტერვიუში თქვა, რომ ფეხბურთს კიდევ 2 წელი ითამაშებდა, თუმცა ახლა ამ საკითხზე ფიქრობს.

გურამ კაშიამ ვიტესში 8 წელი გაატარა და მისი კაპიტნობით, არნემულმა კლუბმა ისტორიაში პირველად ტიტული მოიგო“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელს უწყობს გონების გამჭრიახობასა და კონცენტრაციას...“ - მამუკა რაშოიანი როზმარინის ჩაის სარგებელზე

⭕ თელავში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

⭕ „მოერიდე შურისძიებას, კამათისა და ემოციური აფეთქებების ენერგიას...“ - რეკომენდაციები 23 ოქტომბრისთვის თაკო მელიქიშვილისგან