გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმის“ საახალწო ეთერი მომღერალმა - სალომე ბაკურაძემ და ექიმმა - ლევან რატიანმა კიდევ უფრო გაახალისეს. მათ ქართული მულტფილმიდან „წუნა და წრუწუნა“ ყველასთვის ცნობილი სიმღერა იმღერეს.
მაყურებელს როგორც ჩანს, რატიანის განსხვავებულ ამპლუაში ხილვა მეტად გაუხარდა და სასიამოვნო კომენტარებიც დაუტოვეს:
„კარგი ექიმი კარგი მომღერალიც ყოფილა!“
„ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია. რა კარგად მღერის“
„ბრავო, კარგი შესრულება იყო, ორივე კარგები ხართ“.