
Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი, მოდის დიზაინერი, წარმოშობით ქართველი დემნა გვასალია ერთ-ერთ ინტერვიუში მშობლების რეაქციაზე საუბრობს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „Demna Daily“ ავრცელებს.
„როდესაც ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ Louis Vuitton -იდან წამოსვლას ვაპირებდი, მათი რეაქცია იყო: „გაგიჟდი? საოცნებო სამსახური გაქვს!”, მაგრამ კარგი შემოსავალი, ლამაზი სახლი და კაპრიზე დასვენება ჩემი ბედნიერებისთვის საკმარისი არ იყო.
ჩემს გონებაში კრეატიული აჯანყება ხდებოდა, ამიტომ წავედი ვა-ბანკზე. ვფიქრობდი, რომ ან ყველაფერი მექნება, ან არაფერი“, - ამბობს დემნა გვასალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რეჟისორი ალექსანდრე ვახტანგოვი გარდაიცვალა