თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ტრაგიკული შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა. ცნობილია რომ ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა
მის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ და გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობებიან:
„ლაშა ჩემო გემრიელო და ტკბილო მეგობარო გული მატკინე ძამიკო“ - წერს ჯიმი აბესაძე.
„უკვე გაუსაძლისია ასეთი ადამიანების დაკარგვაა. ლაშა გოგიაშვილი. კაცი სიკეთე და სიყვარული “ - წერს დავით არჩვაძე.
„შენ სულს ვენაცვალე ძმაო “ - წერს გიორგი გაბუნია.
„მრავალი წელი ერთად ვიყავით, ბევრი სიხარული და ტკივილი გაგვივლია ერთად! ასეთი დიდი ტკივილი დიდი ხანია არ მიგრძვნია! ამ ყველაფერს ვწერ და ძალიან მიჭირს დაჯერება რომ ვერასდროს ვეღარ შევხდებით და ვერ გავიგებ შენს ხმას“ - წერს უშიკიშვილი.
„ეს რა გვჭირს რატო ლაშა ძმაო. მართლა არ ვიცი რა დავწერო ამ მართლაც მაგარ ბიჭზე და ძმაზე!უფალო ნათელში ამყოფე ლაშას სული!ამინ“ - წერს ზურა ხაჩიძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ბოროტი ადამიანების და ცრუ ინფორმატორების საყურადღებოდ...“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე - აქამდე უცნობი ისტორია
🔵 „ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ტაძრამდე არ მიდის... მაშ, რად გვინდა ასეთი გზა…“ - გიორგი ფხაკაძე