Digest Logo

„კაცობრიობის ერთი არსებითი პრობლემა ის არის, რომ ნიჭიერება ქმნის განსხვავებას, რომელიც ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას“ - გია მურღულია

1777122169
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:

„კაცობრიობის ერთი არსებითი პრობლემა ის არის, რომ ნიჭიერება ქმნის განსხვავებას, რომელიც ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას.

უთანასწორობის განცდა კი ბადებს უკმაყოფილებასა და ძლიერ აგრესიას განსხვავების დასამარცხებლად.
მთავარი კითხვაა:

„თუ იმას კი, რატომ მე არა?"
ტალანტების იგავი (რომელიც მოგვიწოდებს, რომ ვამრავლოთ და განვავითაროთ ის ნიჭიერება, რომლითაც ღმერთმა დაგვასაჩუქრა) ასე ადვილად გასააზრებელი არ აღმოჩნდა - საერთო სარგებლით აღფრთოვანებამ ვერ დაძლია პიროვნული დამცრობის სიმწარე და სამაგიეროს გადახდის სურვილი.

ნიჭიერება, დიდ სიკეთესთან ერთად, პრობლემაცაა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აწუხებს და ასუსტებს კაცობრიობას.

ამიტომაც ამბობს დანანებით ერთ რობაიში სახელგანთქმული იბნ-სინა:
„მაინც გამიგეს - არაბული ტაიჭი ხარო!"

რა პარადოქსული ცხოვრება! - ნიჭიერება აღაფრთოვანებს და შთააგონებს, მაგრამ აპირისპირებს კიდეც.
წარმატებას ეგუებიან, სანამ გამოხატულ უპირატესობად არ იქცევა.

ადამიანი ქმნილებათა გვირგვინიც არის და ძალადობრივ ვნებათა საძირკველიც.
როგორი იქნება ის სულ ბოლოს - რა სახე ექნება საზოგადოებას?
ეს არის ისტორიის მთავარი კითხვა.
მასზე ბევრმა იფიქრა და იმსჯელა, მაგრამ საბოლოო პასუხი მხოლოდ ღმერთმა იცის“, - წერს გია მურღულია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დღეს მზისა და პლუტონის მძიმე დაპირისპირება გველოდება: როგორ გავუმკლავდეთ ამ მოვლენას

⭕„ურანს ყოველთვის მოაქვს გათავისუფლება და ეს ქაოსი შექმნის სივრცეს, სადაც გაჩნდება სიახლე“ - რას მოიტანს ურანის ტყუპებში გადასვლა და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

⭕„აიღეთ ფურცელი დაწერეთ ის, რაც ხელს გიშლით და ის, რის მიღწევაც გსურთ“ - სატურნის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ