Digest Logo

„კედლებში რომ არ იძებნება ღმერთი და ადამიანის მიერ ხელთქმნილ ტაძრებში რომ არ სახლობს უფალი ეს 2x2-ია, თუმცა არ მგონია სწორი „ქრისტეს სახლში“ ეს საზიზღრობები იყოს მოპირკეთებული“ - რა ფოტოებს ავრცელებს დომენიკ მანგო

1680526829
დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ კათოლიკური ეკლესიების გოთიკურ არქიტექტურის არსს ვერ ჩასწვდა. 

🔵 „ვემზადებით ზურა დოიჯაშვილის და მამუკა ონაშვილის მონატრების საღამოსთვის“ - ნუგზარ კვაშალი 

„ყოველ ჯერზე, როცა კათოლიკური ეკლესიების გოთიკურ არქიტექტურას ვაკვირდები, მათ შესასვლელებში და გარე ფასადში რაღაც საშინელი შესახედაობის ბარელიეფები და ქანდაკებებია გამოტანილი.

დღეს მაგალითად პრაღაში, კათოლიკურ ეკლესიაში ვიყავი და შევძრწუნდი ისეთი საშინელი გამოსახულებები იყო გარედან კედლებზე და ხის კარებზე ამოტვიფრული.

მერე დავინტერესდი ზოგადად ამ გამოსახულებების შესახებ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს (ნოტრდამს) არ გავუკვირვებივარ, თუმცა დანარჩენებმა შოკში ჩამაგდო.

გავიკითხეთ კიდეც რატომ აკეთებდნენ ამას და მოვისმინეთ არგუმენტებიც (რადგან ეშმაკის არსებობა შეახსენოს მრევლსო) მაგრამ არ მგონია სწორი „ქრისტეს სახლში“ ეს საზიზღრობები იყოს მოპირკეთებული და შესაბამისად, არცერთი არგუმენტი არ არის ჩემთვის სარწმუნო.

თანაც ეს ქანდაკებები როგორც წესი სახურავთან ან სვეტებზეა გაკეთებული, იქ კი ადამიანის თვალი იშვიათად თუ ხედავს.

ზოგადად კედლებში რომ არ იძებნება ღმერთი და ადამიანის მიერ ხელთქმნილ ტაძრებში რომ არ სახლობს უფალი ეს 2x2-ია, თუმცა ასე ძალიანაც ამ საშინელებების გამოტანა მასზე, საერთოდ შოკის მომგვრელია.

ფოტოების ბოლომდე ჩათვალიერება თუ არ დაგეზარებათ, გაკვირვებას ვერ დამალავთ.

ვერ ვხვდები ამის შემქმნელების მიზანს ან მოტივაციას, ისინი ხომ ამ ქანდაკებებს ტაძრებისთვის ქმნიდნენ“, - წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 საბერძნეთში 37 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც პლანშეტები, ყურსასმენები და ინსულინის ნემსები მოიპარა

🔵 „არ მჯერა, რა ლამაზი ხარ“ - ბარბარა სამხარაძის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ მისი გულშემატკივრები გაახარა

🔵 „არ გამაკაროთ რიკოთს, ვიცი რომ გულზე არ გეხატებით, მაგრამ შეუქცევადი პროცესებია მანდ...“ - რა ფოტოს აქვეყნებს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე