Digest Logo

„ხან ჩანთას გადამიგდებდა, ხან თმებს მაწიწკნიდა, ერთხელ თმა შევიჭერი, გავისწორე და ნავთი დამასხა თავზე“ - რას იხსენებს ნინი შერმადინი

1675407729
ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი სკოლის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში კლასელზე წერს, რომელიც მას ძალიან ერჩოდა. 

„ერთ ისტორიას მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან.

სკოლაში ერთი კლასელი ბიჭი ძალიან მერჩოდა, ხან ჩანთას გადამიგდებდა, ხან თმებს მაწიწკნიდა, ერთხელ თმა შევიჭერი, გავისწორე და ნავთი დამასხა თავზე. მე ხმას არ ვიღებდი, როგორც წესი უხმოდ ვიტანდი.

ერთხელ კიბეზე დაგორდა და ხელი მოიტეხა. მე გახარებული მივედი სახლში და დედას მოვუყევი, აი ღმერთმა დასაჯა -მეთქი. არ დამავიწყდება დედაჩემის სახე. წარბები შეკრა და განცვიფრებული სახით მკითხა:

- მერე, ნინიკო ეს შენ გიხარია?!
მე ღიმილი შემეყინა სახეზე...
- მაგას დედიკო, ბოროტება ჰქვია...
არასდროს დამავიწყდება...
აი, ამ მორალით გავიზარდე და რა ბედნიერებაა რომ ფისომ გამზარდა“, - წერს ნინი შერმადინი.

ასევე  დაგაინტერესებთ👇

🎥 „მიშა კლდეს გატეხს და მუშტებზე იხედება - ბევრს ასე ჰგონია, მაგრამ კეთილი დათვია“ - სოფო ბედია მეუღლეზე

🔵ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

🔵„იძინე მშვიდად, თან მოგყვება ჩვენი გულწრფელი ცრემლები“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა