იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს დედასთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს უზიარებს:
„დედა არის ხმა, რომელიც მაშინაც გვესმის, როცა სამყარო ჩუმდება. ხელები, რომლებიც ყოველთვის გვიპოვნიან სიბნელეში. თვალი, რომელიც ჩვენს ტკივილს სიტყვებზე ადრე ამოიცნობს ხოლმე..
დედა არის სიყვარული, რომელსაც დასაწყისი აქვს, მაგრამ დასასრული - არა. მის გულში შენ ყოველთვის პატარა ბავშვი ხარ, თუნდაც 100 წლის იყოს და ცხოვრება გასწავლიდეს სიმტკიცეს.. ის გაძლევს ფესვებს, რომ არ დავიკარგო და ფრთებს, რომ არ შეგეშინდეს ფრენის..
ჰო.. დედა არის ლოცვა, რომელიც ჩუმად იკითხება ყოველ დილით და იმედი, რომელიც არასდროს იღლება შენი რწმენით! და თუ ოდესმე, სიყვარული თვალხილული გახდება, იცოდე.. მას დედის სახე ექნება!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
⭕„საუკეთესოები...“ - სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ახალი ფოტოები