2026 წლის თებერვალი კოსმიური მოვლენების ეპიცენტრად იქცევა. ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ასტროლოგიური პროგნოზი - ეს არის გზამკვლევი იმ დიდი ცვლილებებისა, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში უახლოეს ორ ათწლეულს განსაზღვრავს. რა ხდება ცაზე, როდესაც ერთმანეთს მზის დაბნელება, ახალი ერა და რეტროგრადული პლანეტები ხვდება?
ამ ყველაფერზე დეტალურად ასტროლოგი ნინა ხომერიკი „ამბები.ჯის“ ესაუბრება.
„17 თებერვალი ისტორიული თარიღია“, - ამბობს ნინა ხომერიკი. საქართველოს დროით 16:13 საათზე მერწყულის 29-ე გრადუსზე წლის პირველი მზის რკალისებური დაბნელება მოხდება. ამავე დღეს ველოდებით ახალმთვარეობას და, რაც ყველაზე მთავარია, აღმოსავლური კალენდრით სწორედ 17 თებერვალს იწყება ცეცხლოვანი, წითელი ცხენის წელიწადი“.
ასტროლოგის თქმით, ეს ორი კვირა ფორმირდება განსაკუთრებულ ენერგეტიკულ სივრცედ, სადაც თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შანსი, კარდინალურად შეცვალოს ცხოვრება. ეს არის "საძირკვლის ჩაყრის" პერიოდი ახალი პროგრამისთვის, რომელიც მომდევნო 18 წელი იქნება აქტიური.
პოლიტიკური „ცუნამი“და ძველი რეჟიმების რღვევა: რა ელის მსოფლიო მმართველებს?
ნინა ხომერიკის განმარტებით, 2026 წლის თებერვალში დაწყებული ასტროლოგიური პროცესები პირდაპირ დარტყმას აყენებს გლობალურ პოლიტიკურ სტაბილურობას. ეს არ არის მხოლოდ ლოკალური დაპირისპირებები — საუბარია ეპოქალურ ცვლილებებზე.
სატურნისა და ნეპტუნის იშვიათი შეერთება: „ეს ორი გიგანტი პლანეტა პოლიტიკურ რუკაზე დიდ გარდატეხებს იწვევს. ნეპტუნს 165 წელი დასჭირდა მერწყულამდე მოსასვლელად, სატურნს კი - 30. მათი შეხვედრა, რომელიც 29 მაისამდე გასტანს, გვპირდება იმ მმართველების ეპოქის დასრულებას, რომლებიც ათწლეულებია "ვერ ელევიან" სავარძლებს. ეს არის ძველი სისტემის დემონტაჟის დასაწყისი," - ამბობს ასტროლოგი.
ავტოკრატია დემოკრატიის პირისპირ: დაბნელება ხდება მერწყულისა და ლომის ღერძზე. მერწყული თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიის სიმბოლოა, ლომი კი - ერთპიროვნული, ავტოკრატიული მმართველობის. ამ ორ ნიშანს შორის წარმოქმნილი მკვეთრი დისბალანსი აუცილებლად აისახება როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაზე. მოსალოდნელია სერიოზული განხეთქილებები მმართველ გუნდებში და დაპირისპირება კოლექტივსა (ხალხსა) და ხელმძღვანელობას შორის.
რევოლუციური მუხტი და ურანის კვადრატი: მერწყულის მმართველი პლანეტა - ურანი - ამ პერიოდში ქმნის დამაზიანებელ კვადრატს. ასტროლოგი გვაფრთხილებს, რომ ეს ასპექტი ხშირად ვლინდება როგორც: დიდი საპროტესტო ტალღები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა; რეჟიმების დამხობის მცდელობები და სახელმწიფო გადატრიალებები; ტერაქტებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების გააქტიურების მაღალი რისკი.
კულმინაცია და პლუტონის ჩართულობა: პოლიტიკური პროცესები, რომლებიც თებერვალში ჩაისახება, თავის პიკს 2026 წლის ზაფხულში (17 ივნისი - 23 აგვისტო) მიაღწევს. სწორედ მაშინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს პლუტონი და იუპიტერი, რაც ხელისუფლებაში რადიკალურ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გამოიწვევს. "ურანის კვადრატურა მოქმედებს როგორც მატრიგერებელი ელემენტი - ის ანგრევს ყველაფერს, რაც მოძველდა. ეს იქნება პერიოდი, როდესაც მსოფლიო ლიდერებს მოუწევთ კარდინალური და ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება“, - დასძენს ნინა ხომერიკი.

პირადი ღირებულებები და ვენერას გამოცდა
სანამ მსოფლიო პოლიტიკურ გადატრიალებებს ელოდება, ჩვენს პირად ცხოვრებაში "რახუს" (აღმავალი კვანძი) და ვენერას შეერთება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.
"ვენერა ურთიერთობებსა და თვითშეფასებაზეა პასუხისმგებელი. ახლა უნდა დაფიქრდეთ: რა სიმაღლეზე აყენებთ საკუთარ თავს პარტნიორობაში ან სამსახურში? აუცილებელია წარსულის შაბლონების ნგრევა. თუ შეძლებთ, რომ თქვენი ხედვები და სურვილები პრიორიტეტად აქციოთ, ყველაფერი თქვენთვის სასურველი კუთხით დალაგდება, თუნდაც თავიდან ამას გაუგებრობები მოჰყვეს."
ყველაზე სახიფათო ზონა: „კატასტროფული დღეები“
ნინა ხომერიკი განსაკუთრებით აფრთხილებს მოსახლეობას თებერვლის ბოლო დეკადაზე:
23-დან 27 თებერვლამდე: ეს პერიოდი ფასდება როგორც "კატასტროფული". მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატი მოიტანს იმპულსურობას, არაადეკვატურ იდეებს და დიდ კონფლიქტებს.უსაფრთხოება: მაქსიმალურად დაიცავით მოძრაობის წესები, ყურადღება მიაქციეთ გაზს და ელექტრობას - მაღალია აფეთქებების, ავარიებისა და გაჟონვის რისკი.მერკურის რეტროგრადი: 26 თებერვლიდან 20 მარტამდე იწყება მერკურის რეტროგრადული პერიოდი, რაც დაგეგმილ საქმეებში შეფერხებებსა და იმედგაცრუებას გამოიწვევს.
ფსიქო-სომატური რისკები და ჯანმრთელობა: რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად "აფეთქებებთან"?
ნინა ხომერიკის პროგნოზით, თებერვლის დაბნელება და მასთან თანმხლები ასპექტები პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ურანისა და მარსის დაძაბული კვადრატურა ქმნის მძიმე ფონს, რაც პირველ რიგში ნერვულ სისტემასა და ქრონიკულ დაავადებებზე აისახება.
ემოციური აფეთქებები და ნერვული სისტემა: ფსიქო-ემოციურ დონეზე ეს ასპექტი იწვევს ნერვულ აშლილობებს და დაგროვილი ემოციების მოულოდნელ აფეთქებებს. "მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები და უკმაყოფილების გამოხატვა ძალიან აგრესიული ფორმებით," - აღნიშნავს ნინა ხომერიკი. განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვისაც აწუხებს უძილობა, შფოთი და მოუსვენრობა, რადგან ამ პერიოდში ყველა ეს სიმპტომი გამწვავდება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა და კრიტიკული რისკები: ასტროლოგი განსაკუთრებულ სიფრთხილეს სთხოვს მათ, ვისაც აწუხებს: გული და სისხლძარღვების პრობლემები; ჰიპერტონია (მაღალი წნევა); შაქრიანი დიაბეტი. "მატულობს ინფარქტებისა და ინსულტების ალბათობა. ეს არის პოტენციურად საშიში პერიოდი იმ დაავადებების კუთხით, რომლებიც პირველ რიგში ნერვულ სისტემასთანაა ასოცირებული“, - გვაფრთხილებს ასტროლოგი.
ტრავმული საშიშროება და „კატასტროფული დღეები“: მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატის გამო (23-27 თებერვალი), მკვეთრად იმატებს ტრავმების, ავარიებისა და ხიფათის ალბათობა. ასტროლოგი ხაზგასმით გვირჩევს, ყურადღება მივაქციოთ ელექტროგაყვანილობას და ბუნებრივ აირს, რადგან მოსალოდნელია გაჟონვა, აფეთქებები და სხვა უბედური შემთხვევები.
ინტუიციის კარნახი - 18 თებერვალი: ამ რთულ პერიოდში სინათლის სხივივითაა 18 თებერვალი. ნინა ხომერიკის თქმით, ამ დღეს გაღრმავებული ინტუიცია თავად გიკარნახებთ, რა მიმართულებით უნდა ჩადოთ ენერგია ან რისგან უნდა გათავისუფლდეთ, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიმშვიდე.

ვინ დგას დარტყმის ქვეშ?
დაბნელების სიმძაფრეს განსაკუთრებით იგრძნობენ ის ადამიანები, ვისაც ნათალურ რუკაში მერწყულის, ლომის, კუროს ან მორიელის ბოლო გრადუსები (27-დან 30-მდე) აქვთ გააქტიურებული. ასევე ყურადსაღებია თევზების მე-9 გრადუსი, სადაც აღმავალი კვანძი იმყოფება.
უკან მომავალში: 2008 და 2017 წლების გამოძახილი
მერწყულის ნიშანში დაბნელებების ციკლი (სულ 4 დაბნელება მოხდება 2028 წლამდე) გააცოცხლებს ძველ თემებს. „გაიხსენეთ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2008 წლის იანვრიდან 2009 წლის ივლისამდე და 2017 წლის მაისიდან 2018 წლის ნოემბრამდე. თუ მაშინ დაიწყეთ სამსახური ან დაქორწინდით, ახლა ამ არჩევანის გადაფასების და რადიკალური ცვლილებების დროა“.
პოზიტიური გამონაკლისი: 18 თებერვალი
ამ ქაოსში ერთი დღე მაინც იქნება "სინათლის სხივი". 18 თებერვალს, როცა მზე თევზებში გადავა და იუპიტერთან ჰარმონიულ ასპექტს (ტრინს) შექმნის, გვეწვევა ახალი მუზები, სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა. ეს ის დღეა, როცა ინტუიცია ზუსტად გიკარნახებთ, საით მიმართოთ ენერგია.
„დაბნელება ყოველთვის გვაჩვენებს, სად დავუშვით შეცდომები და რისი დაბრუნება შეგვიძლია. მთავარია, არ ავყვეთ პროვოკაციებს და ამ რთულ გზაზე საკუთარი პრინციპები არ ვუღალატოთ“, - ამბობს ნინა ხომერიკი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყვავილი თოვლზე!❤️“ - ეკატერინე ტუღუში ზამთრის ლუქში
წყარო: www.ambebi.ge