Digest Logo

„ხუთასამდე ადამიანმა მომწერა, რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა... სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა“ - ირაკლი ოქრუაშვილი

1647775981
ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ ხუთასამდე ადამიანი ითხოვს ომში წასვლას და უკრაინის დახმარებას. ირაკლი ოქრუაშვილი კი ამბობს, რომ უკრაინაში წასვლისთვის ქართველები რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ.

„ხუთასამდე ადამიანმა მომწერა, რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის.

კარგად მესმის ყველას მოტივაცია, გულანთება და ჟინი, მაგრამ ყველას გირჩევთ დაივიწყეთ აქ წამოსვალზე ფიქრი თუ:

ა) არ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება (ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაც კი არ მიიჩნევა აქ საბრძოლო გამოცდილებათ);

ბ) არ იცით ენა (რუსული ან ინგლისური);

გ) არ გაქვთ დამოუკიდებლად ჩამოსვლის საშუალება (ბილეთის შეძენა და სხვა).

დ) თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ 2-3 კვირით გინდათ ჩამოსვლა;

აქ სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა ამის გამო. ჯობია უკრაინას დავეხმაროთ და ტვირთად არ დავაწვეთ“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„რუბლით ტუალეტის ქაღალდის შეძენა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ამ რუბლის ტუალეტის ქაღალდად გამოყენება“ - ოთო აბესაძე

🔵„არ გაქვს გამოცდილება, ნუ ჩამოხვალთ. იბრძოლეთ მანდ, რუსებს რომ გვისახლებენ იმათ წინააღმდეგ...“ - ვანო ნადირაძე უკრაინიდან

🔵„დარგეთ ახალი ნერგები, დაამუშავეთ მიწა ვისაც გაქვთ, ან ეცადეთ რომ შეიძინოთ თუნდაც პატარა ნაკვეთი“ - მიხეილ ცაგარელი გაზაფხულის ბუნიობაზე