ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს.
ქეთიმ სოციალურ ქსელში ჩვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა და ის ემოციური სიტყვებით დაასათაურა:
„ჩვენ ცოტას კიდე გავიზრდებით და მალე გაგიცნობთ ყველას... მანამდე გირჩევთ დედებს, მამებს ჩაეხუტოთ თქვენს პატარებს, აიყვანოთ ხელში და ისე დაამშვიდოთ თუ პატარას ასე უნდა, მოუსმინოთ, მოუყვეთ თქვენი დღის ამბები, მიუწვეთ და უბრალოდ პატარა თითუნებზე მოეფეროთ, რადგან ხვალ უკვე 1 დღით დიდი იქნება და ისე მალე გაიზრდება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ“, - წერს ქეთი ხატიაშვილი.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 6 ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი, რომლებიც ერთგულები და მზრუნველი პარტნიორები არიან