მოდელმა და მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
როგორც მსახიობის სოციალური ქსელიდან ირკვევა, წყვილი თაფლობის თვეს ამჯერად საფრანგეთში ატარებს:
„ბოდიში მაგრამ, ამ ზაფხულს ყველაზე ლამაზი შორტი მე მაცვია“, - წერს შორენა ბეგაშვილი და „ფეისბუკზე“ ახალ ფოტოებს გვიზიარებს.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.




ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 28 ივლისს?
⭕„კვლავ ბევრ 14 წელს ვისურვებდი ამ ადამიანთან ერთად“ - თამარ ივერი ქორწინების იუბილეს აღნიშნავს