Digest Logo

„კიდევ ერთი დიდი ეპოქალური კაცი წავიდა...“ - ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

1646462577
ელგუჯა ბურდული

ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის შვილი ლადო ბურდული ავრცელებს.

„დღეს, ღამის 2 სთ-ზე მამაჩემი გუჯა ბურდული გარდაიცვალა.

უფალო ნათელში ამყოფე მისი სული“, - წერს ლადო ბურდული.

„გისამძიმრებთ ... კიდევ ერთი დიდი ეპოქალური კაცი წავიდა...“.

„ძალიან სამწუხაროა. საოცარი, უჭკვიანესი ადამიანი. ვიზიარებ ლადო თქვენს მწუხარებას“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ცნობისთვის, ელგუჯა ბურდული ქართველი და საბჭოთა კინომსახიობი გახლდათ. მისი შემოქმედებიდან ყველასთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი, თეიმურაზ ბაბლუანის ფილმში „უძინართა მზეში“, შესრულებული როლი გახდა.

1979 წლიდან მოყოლებული, ის საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდა სამსახიობო დარგში. მან არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი შექმნა და ქართულ ფილმოგრაფიაში თავისი ხელწერა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მის უკან სერიოზული ოლიგარქიული წრეებია. მის პირად გარანტიებზე მიდის მსჯელობა... გაწირეს უკრაინა, გაწირეს ხალხი“ - ლალი მოროშკინა ზელენსკიზე

„ვერ გამოაღწია ქალაქს და რამდენიმე დღეა ოჯახი ვერ ეკონტაქტება“ - ხარკოვში დაკარგულ 18 წლის სტუდენტს ეძებენ

„ყოველ წამს მტრის შემოტევის მოლოდინი გვაქვს... ვართ ფორსმაჟორულ სიტუაციაში“ - რას წერს დომენიკ მანგო