Digest Logo

„მის უკან სერიოზული ოლიგარქიული წრეებია. მის პირად გარანტიებზე მიდის მსჯელობა... გაწირეს უკრაინა, გაწირეს ხალხი“ - ლალი მოროშკინა ზელენსკიზე

1646462302
ლალი მოროშკინა

„თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ევროპაც ვერ გადარჩება... თუ ჩვენ დავეცით, თქვენც დაეცემით, ამიტომ გამოდით და მხარი დაგვიჭირეთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქალაქთან, მათ შორის თბილისთანაც, ვიდეომიმართვისას განაცხადა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გამოეხმაურა და დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მისი მისამართით ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა.

„მთელი ღამე ვფიქრობდი ზელენსკის გამოსვლაზე. რა უნდოდა და რა მიიღო, ან რა ვერ მიიღო?

ძალიან ბევრი შეკითხვაა, ფაქტია, რომ სულ სხვა რამ უნდა ეთქვა და სულ სხვა თქვა.

პათოსი სულ სხვა უნდა ყოფილიყო, ამ დროს კი ცუდი უკრაინულით და კიდევ უფრო ცუდი თარგმანით, ვერბალური
სმუზი მივიღეთ.

პირტიტველა პოლიტიკოსმაც კი იცის, რომ მთავარია მკაფიო მესიჯბოქსია!

ფაქტია, რომ გაგანია ომის დროს, არაფრის მომცემი, უდროო, არამკაფიო მიმართვა უფრო სხვა რამეს უნდა ნიშნავდეს.

ერთი რომ ზელენსკი საშინლად გაწბილებულია NATO-ზე, ეს ვიცით. მეორე, რაღაც ხდება შიდა ბანაკში.

მის უკან სერიოზული ოლიგარქიული წრეებია, ზუსტად მანდ უნდა ვეძებოთ შეკითხვაზე პასუხი.

რამდენადაც ვხვდები, ახლა მის პირად გარანტიებზე მიდის მსჯელობა... გაწირეს უკრაინა, გაწირეს ხალხი.

უკრაინა განადგურდა, ამ ტკივილის მოშუშებას წლები დასჭირდება...

„არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს", - წერს ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ვერ გამოაღწია ქალაქს და რამდენიმე დღეა ოჯახი ვერ ეკონტაქტება“ - ხარკოვში დაკარგულ 18 წლის სტუდენტს ეძებენ

„ყოველ წამს მტრის შემოტევის მოლოდინი გვაქვს... ვართ ფორსმაჟორულ სიტუაციაში“ - რას წერს დომენიკ მანგო

🔵„ახლა რასაც წაიკითხავთ, მაშინ დავწერე, როცა საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო...“ - კალანდიას ემოციური პოსტ