Digest Logo

„კიევის მიწაზე აღმართული ოქროს გუმბათების გლოვას თავი ანებეთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებისგან განადგურებული ეკლესია-მონასტრები იგლოვეთ!..“ - მამა პეტრე

1680160778
პეტრე კოლხი

კიევის პეჩორის (ანუ მღვიმის) დიდი ლავრა, კიევის სამთავროს დაუბრუნდა.

🔵 „უკრაინის დიდება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უბრუნდება“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე 

აღნიშნული საკითხის ირგვლივ საზოგადოების ნაწილის მღელვარებას, მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრაზე მღელვარებას, სჯობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებისგან განადგურუბული ეკლესია-მონასტრების თემაზე მოვახდინოთ კონცენტრაცია.

ეს ბოლო დღეები რასაც ვკითხულობ და ვხედავ, დიდ სულიერებას და ინტელექტს რომ თავი დავანებოთ, აღარც ადამიანობა შეგვრჩა…

კიევ-პეჩერის ლავრაზე ის ხალხი ნერვიულობს, აფხაზეთი უკან რომ მოატოვებინეს…

ამდენი ტირილი და გლოვა ილორის წმინდა გიორგის ტაძარზე, ბედიაზე და კომანზე არ მომისმენია…რას ნიშნავს ეს ამდენი თვალთმაქცობა…

ამას არც ფარისევლობა ჰქვია…თურმე რა უსამართლობაა რუსების გამოშვება ლავრიდან…თურმე ამის გამო ოქროს ჯვრები გაშავდა…

ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა არაფერი გვეშველება, თორემ ასე მძაფრად ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის საფლავის დაკარგვას რატომ არ განიცდით…

ეს უფრო მოგვეკითხება, ამის გამო უფრო ვაგებთ პასუხს…

კიევის მიწაზე აღმართული ოქროს გუმბათების გლოვას თავი ანებეთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებისგან განადგურებული ეკლესია-მონასტრები იგლოვეთ!..“, - წერს მამა პეტრე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 70 წლამდე პედაგოგმა 14 წლის ბავშვს სცემა - შოკის მომგვრელი კადრები

🔵 ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

🔵 არქიმანდრიტი ეფრემი გარდაიცვალა