Digest Logo

„კიევში ახლა წვიმს, გრილა და სიჩუმეა! კომენდანტის სიჩუმე, ნახევრად დაცლილი ქალაქის საშინელი სიჩუმე...“ - გიგა მაქარაშვილი

1662879925
მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც კიევში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იქაურ ამბავს გვიყვება. 

როგორც თავად წერს, საოცარი შეგრძნებაა ახლა კიევში ყოფნა.

„კიევში ახლა წვიმს, გრილა და სიჩუმეა! კომენდანტის სიჩუმე, ნახევრად დაცლილი ქალაქის საშინელი სიჩუმე  
თუ აქამდე სიჩუმეს საჰაერო განგაშის ხმა არღვევდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა!

ვიღას ახსოვს განგაში?

ამ სულის შემძვრელ სიჩუმეში რომელიმე სახლიდან შემოვარდება ხოლმე გამაყრუებელი ყიჟინა... სხვები ტელეფონებს მივარდებიან ახალი ამბის გასაგებად და ისინიც ყვირიან, მერე გვერდითა სახლებს გადაედება, მერე ქუჩას, უბანს და ბოლოს დედაქალაქი ერთად ზეიმობს...

ზეიმობენ ისინი ვინც ქალაქი არ დატოვა, ვინც ახლა დაბრუნდა, ვისაც ომში ჰყავს შვილი, ვინც მამა დაკარგა, ვინც ხვალ მიდის ფრონტის ხაზზე...

საოცარი შეგრძნებაა ახლა კიევში ყოფნა.
გამარჯვებაში დარწმუნებული მართალი ხალხის გვერდით ყოფნა  
თუ ოდესმე უიღბლობაზე დავიწუწუნე, ეს პოსტი გამახსენეთ!

დიდება უკრაინას!
დიდება გმირ უკრაინელ ხალხს!
დიდება თავისუფლებას!
დიდება გმირებს!“ - წერს გიგა მაქარაშვილი. 

 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 „დეპრესია დავამარცხე, ახლა ვებრძვი შფოთვებს... აუცილებლად გავიმარჯვებ“ - გიორგი კეკელიძე

🔘რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული

🔘ნინი ქარსელაძე ქმართან ერთად საბერძნეთში იმყოფება - წყვილი ქორწილში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს