უკრაინაში საბრძოლველად წასული, საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში დიმა ბასილაიას შესახებ წერს, რომელმაც თავისი სახაჭაპურე უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად გადააქცია.
„ეს ბიჭია დიმა ბასილაია მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები.
კიევში ცხოვრობს, თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად. თავისი ხარჯით აჭმევს უკვე ერთი თვეა მოხუც მეზობლებს,ერთ ერთი საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს და არმიას. ეს ბიჭი არის გმირი!
სიკვდილი რუს ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, - წერს ალეკო ელისაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇