Digest Logo

🎥 „კიოდა რომ არის დედაჩემი... რთულია ამ ყველაფრის ატანა...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

1746882681
თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს ვინმე ზარა ამტკიცებს, რომ მისი ბიოლოგიური დედაა:

„დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ფაქტობრივად ჩაგვეშალა ეს შეხვედრა. იმიტომ რომ თუ გახსოვთ ზარა, ეს ზარა მომივარდა შეხვედრაზე. იდგა გარეთ და კიოდა, რომ არის დედაჩემი, რომ მე არ ვიღებ და იმიტომ არ ვიღებ რომ არის სხვა ეროვნების. ითხოვდა კატეგორიულად რომ წავსულიყავით სამხარაულში და მე გადამეხადა ყველა ხარჯი, რადგან ჩემ ინტერესებში შედის დავადასტურო სიმართლე. ძალიან მშვიდად ვუსმენდი მანამ სანამ არ მითხრა რომ მაქვს სკოლიოზი და დუნდულების მოდუნება. ვცდილობ პოზიტიურად გადავატარო, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან რთულია ამ ყველაფრის ატანა“, - ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვფიქრობ საიდან ამაგდეს...ირაკლის უარი ვუთხარი თავიდან...“ - იმერ და ირაკლი კავსაძეები პროექტ „მიმღერეზე“

 „დაასრულეთ წარსულში დარჩენილი საქმეები და იფიქრეთ განახლებაზე...“ - გიორგი ლობჯანიძე 12 მაისის სავსემთვარეობაზე

⭕„საოცარი კადრებია...“ - რუსა ჩაჩუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს