Digest Logo

„კიტე, გილოცავთ დაბადების დღეს“ - სასურველი სასიძო ოთარ კიტეიშვილი იუბილარია

26 მარტი 12:26
ოთარ კიტეიშვილი

ფეხბურთელი და ერთ-ერთი სასურველი სასიძო ოთარ კიტეიშვილი იუბილარია. იგი 29 წლის გახდა.

ქართველი ფეხბურთელი, ავსტრიული „შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

„კიტე, გილოცავთ დაბადების დღეს“, - წერს „საქართველოს ნაკრები“.

„ოთარ კიტეიშვილი პირველ რიგში არის ადამიანი, რომლისთვისაც ძვირფასია ოჯახი, უპირველესი საქმე კი რომელსაც აკეთებს არის ფეხბურთი.

ბავშვობა ჩემთვის იყო სასიამოვნო და განსაკუთრებული პერიოდი, 4 ძმები ვართ ერთად ვიზრდებოდით რუსთავში. იყო სირთულეები რთული იყო 4 ბიჭის გაზრდას, მამა მუშაობდა დილიდან დაღამებამდე და დედა 4 ბიჭს გვზრდიდა, ვამაყობ ჩემი მშობლებით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან. მე მათგან ბევრი რამ ვისწავლე“, - ამბობდა ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პირველად ვხვდები ბაბუა“ - ზურა მანჯავიძე შვილიშვილის მოლოდინშია

⭕„ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი“ - ანი კეკუა

⭕„საოცარი სიყვარულის ისტორია გადავიღეთ“ - გიორგი გველესიანი მეუღლესთან ერთად თბილისის ქუჩებში პოზირებს