კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პაციენტს კვლევების საფუძველზე მწვავე ქირურგიული პათოლოგია დაუდგინდა.
ოპერაციის მიმდინარეობისას კი დაფიქსირდა გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, რის შემდეგაც 20 წლის ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პაციენტი ლ.ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
„კლინიკა ბომონდში“ პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
„კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“, - აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 20 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახლში გაწერიდან, რამდენიმე დღეში დამძიმდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის სასარგებლო და რისი კეთებისგან შევიკავოთ თავი 13 მარტს - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე