Digest Logo

კლინიკამ ლევან რატიანის უსამართლო ბრძანება ექთან ნათია მაღრაძის გათავისუფლების შესახებ გააუქმა და მას  კომპენსაციაც გადაუხადა

1673268406
ნათია მაღრაძე

სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის ინფორმაციით,  კლინიკამ ლევან რატიანის უსამართლო ბრძანება ექთან ნათია მაღრაძის გათავისუფლების შესახებ გააუქმა და მას გადაუხადა კომპენსაციაც. ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მას აყენებდა შეურაცხყოფას, რადგან ის სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრი გახდა.

„ექთნების მორიგი გამარჯვება - სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის დახმარებით კლინიკამ ლევან რატიანის უსამართლო ბრძანება ექთან ნათია მაღრაძის გათავისუფლების შესახებ გააუქმა და კლინიკამ მას გადაუხადა კომპენსაციაც.

შეგახსენებთ, რომ ლევან რატიანმა ექთანი ნათია მაღრაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic-დან უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან ის ითხოვდა ღირსეულ სამუშაო პირობებსა და საცხოვრებელ ხელფასს! ნათიას თქმით, კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მას აყენებდა შეურაცხყოფას, რადგან ის სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრი გახდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! იქნება ერთობა და კოლექტიურობა, იქნება უფრო დიდი გამარჯვებები! შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, - ნათქვამია სოლიდარობის ქსელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეიდან ლილიტი ლომში 9 თვით გადადის“ - ანუ რას უნდა ელოდოთ ამ ტრანზიტიდან

🔵„ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ გადახდა ჩემს ოჯახს და რადგან მამაჩემს უკავშირდება და ის დღეს იუბილარია, კიდევ ერთხელ მოვყვები“ - გიგა მაქარაშვილი

🔵„მიუხედავად გადაღლილობისა და ფიზიკური ძალის ნაკლებობისა, თავს სანაქებოდ იგრძნობთ“ - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი