Digest Logo

„კომპანიების სამარცხვინო შეცდომაზე, საჯაროდ პასუხი მოსთხოვო წყვილს, რომელიც ეს დღეები უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს, არის უსამართლობა“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

1658740878
ირაკლი ლიზა და ნანუკა

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სრულიად საქართველო ალაპარაკდა. სოციალური ქსელი გადატვირთული იყო წყვილის ვიდეოებით. ქორწილის შესახებ ძირითადად გამოხმაურებები დადებითი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა, დავით ჭალიძემ უარყოფითი შეფასებაც დაწერა.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ აღნიშნული ფოტოგრაფის სკანდალურ სტატუსს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ ქორწილში ფოტოგრაფებს საჭმელი არ აჭამეს.

„დიდი ქორწილების ლოჯისტიკას, როგორც წესი საორგანიზაციო კომპანიები აგვარებენ. ოჯახი ყველა დეტალს, ისედაც სანერვიულო დღეს ვერ მოიკითხავს და სწორედ ამ კომპანიების სამარცხვინო შეცდომაზე, საჯაროდ პასუხი მოსთხოვო წყვილს, რომელიც ეს დღეები უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს არის უსამართლობა“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფმა სტატუსი წაშალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი უკვე დაკავებულია“ - რას წერს უკრაინული მედია მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილზე

🎥 „მოიტაცა გოგო“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილი ირაკლი მაქაცარიას დისშვილთან დამეგობრდა

„საჭმელი არ აჭამეს გადამღებ ჯგუფს, ლუკმა ვერ გაიმეტეს...“ – ფოტოგრაფის სკანდალური განცხადება