Digest Logo

🎥 „შეიძლება! უნდა გახდე სარკე და დაანახვო საკუთარი თავი“ - ნუცა შანშიაშვილი სამაგიეროს გადახდაზე

1744360662
ნუცა შანშიაშვილი

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.

ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც სამაგიეროს გადახდაზე საუბრობს:

„ძალიან წვრილ ზღვარზე დგას ადამიანი, რომელიც დგება სიტუაციის პირისპირ, რასაც სამაგიეროს გადახდა ჰქვია. 

ძალიან რთულია, მტკივნეულია როცა ადამიანს, როგორც პიროვნებას ვიღაც შეურაცხყოფს, დაგაჩმორებს, დაგთრგუნავს, გაგძარცვავს, მიგატოვებს.

ერთის მხრივ, ასეთ დროს სამაგიეროდ არ გადახდა წარმოუდგენელია, თუმცა ამავე დროს ვიცით, რომ თუ სამაგიეროს გადავუხდი ცუდი ვიქნები, ბიბლიურად არ შეიძლება სამაგიეროს გადახდაო.

შეიძლება! აუცილებლად უნდა გადაუხადო სამაგიერო, ოღონდ რა ხდება მომისმინეთ! ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვის ბედში ჩარევას, სადაც უფლება არ გვაქვს, ეს ღმერთის ქმედებაა! 

შენ უნდა შეეცადო ადამიანისთვის, რომელიც არასწორად მოგეცემა, გახდე სარკე და დაანახვო საკუთარი თავი“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი უფროსი ძაღლი, როცა უბანში ჩამოდის „ავტორიტეტი“ აქვს სხვა ძაღლები ეთაყვანებიან“ - ნიკოლოზ ხარატი

🎥 „არ ისაუბროთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, თუნდაც მეგობრებთან“- 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ